წუხელ თბილისში ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა

თავდასხმა მოხდა ტრანსგენდერ ქალზე გვიან ღამით თბილისში. მძიმე დაზიანებებით ის კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გამოძება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სასამართლო განმუხურის საარჩევნო უბნის საკითხზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაენმ: უკრაინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერა საქართველოსთვის საზიანოა