რუსეთის ქალაქებზე მასობრივი შეტევები მიიტანეს უკრაინელებმა: სოჭში აფეთქებების ხმა ისმოდა, მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დარჩენილიყვნენ სახლებში და გარეთ არ გასულიყვნენ, სასტუმროებიდან კი ტურისტები ბომბსაცავში სასწრაფო წესით გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ქალაქზე შეტევა რაკეტებითა და დრონების მეშვეობით განხორციელდა.
საჰაერო განგაში იყო ასევე რუსეთის 8 ქალაქში, დაიხურა აეროპორტები. სოჭთან ერთად უკრაინელებმა სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურები დაბომბეს კრასნოდარში, სამარაში, კალუგაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში, უფასა და იაროსლავში.
















