წუხელ, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დილის, დაახლოებით, 4 საათზე უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ოკუპანტებმა ბრაიანსკის ოლქიდან რვა რაკეტა გაუშვეს, თუმცა უკრაინელებმა ყველა ჩამოაგდეს.
კიევის ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ასევე, არის მსხვერპლი.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იტყობინება, წუხელვე, ოკუპანტებმა მთელი უკრაინის მასშტაბით 18 შაჰიდის ტიპის დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ჩამოაგდო.