კახა მიქაია: ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის დაპირისპირება ლაშა გოგიას ცემით დასრულდა

გიხაროდენ!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში“წუხელ გვიან ღამით ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის დაპირისპირებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ლაშა გოგიას ცემით დასრულდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან გუშინ გამართული არჩევნების თანმდევი, სწორედ მუშტი-კრივი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ,,ქართული ოცნება” სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, განსაკუთრებით სამეგრელოში.
სამწუხაროა, რომ გიგა ბოკერიას მიეცა საშუალება ,,ქართული ოცნება” პროვოკაციაზე წამოეგო, რაშიც მას თავად ,,ქართული ოცნება დაეხმარა. ბოკერიას პროვოკაციაზე წამოგებული ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება მართლაც საცოდავად გამოიყურებოდა. მათი ლიდერების მხრიდან არსებული სიტუაციის შეფასებამ კი, არაკომპეტენტურობის, არაკვალიფიციურობის და არაპროფესიონალიზმის ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
მინდა მივმართო ,,ქართული ოცნების” მესვეურთ,
ბატონებო, გაუფრთხილდით ქვეყნის იმიჯს, სერიოზულად მოემზადეთ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად და რაც მთავარია, ნაციონალების მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგდებულ პირებს, ნუ ამოიღებთ სანაგვიდან და ნუ აქცევთ მათ თქვენს მაჟორიტარებად და ეგრდწოდებულ ახალ სახეებად, ამით თქვენ საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფთ!
გისურვებთ წარმატებებს“-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გამოაშკარავებულ სკანდალურ ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატია,,სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო”