წუხანდელი ხანძრების ლოკაციებზე თბილისის მერი ვითარებას ადგილზე გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „თბილისი რუმსთან“ და ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერი ორივე ადგილას არსებულ ვითარებას გაეცნო.

ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში წუხელ გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასტუმრო „რუმსში“ ხანძარი შუაღამისას გაჩნდა. ადგილზე 15 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველებმა სასტუმროს ვიზიტორებისა და პერსონალის ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას დამწვარი დედა-შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიასინოდი:ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია