წოწკოლაური – რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ სად შეიძლება მიბრძანდეს ადამიანი, ისარგებლოს ტრანსპორტით და მოვიდეს ვაქცინაციის ცენტრში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, მუშავდება რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ მოხდება მოქალაქეების ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებამდე.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება ტრანსპორტის აკრძალვის თემას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გასული წლიდან მოყოლებული დაგვიგროვდა გამოცდილება აღნიშნულ ვითარებაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვიყენებთ ამ გამოცდილებას. იქნება სპეცტრანსპორტები. ეს იქნება უბნების მიხედვით განაწილებული და მათი გეზი იქნება ხალხის მოყვანა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრთან. ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი მუშავდება, რომ კიდევ უფრო ფართოდ ჩავშალოთ მოსახლეობაში ტრანსპორტით მომსახურება და უახლოეს საათებში ესეც გახდება ცნობილი. რამდენიმე საათში დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, თუ სად შეიძლება მიბრძანდეს ადამიანი, ისარგებლოს ტრანსპორტით, მოვიდეს ვაქცინაციის ცენტრში და მიიღოს ის სიკეთე, რაც არის ვაქცინაცია“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – ვაქცინის ჩანაცვლება შესაძლებელია, ოღონდ როცა საუბარია ანაფილაქსიურ რეაქციებზე
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ფაქტია, რომ არჩევნებში “ოცნება” პირველ ადგილზე გავა