წოწერია – ოპოზიციური არხების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია

გვაქვს პირველადი მონაცემები, რომელზეც დაყრდნობითაც კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად. ეს ნაადრევი სიხარულია „ნაციონალური მოძრაობის. ასე რომ, დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაამტკიცებს ჩვენს მოლოდინს , – ამის შესახებ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„ოპოზიციური არხების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია და ეს იცის საზოგადოებამ, თუნდაც ამაზე მეტყველებს ორი დღის წინ გამოცხადებული ეგზიტპოლის „იფსოსის“ შედეგები, რომელიც მათ პირდაპირ გააყალბეს. თუნდაც „იფსოსის“ კვლევებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებდა. ხოლო, რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ რაღაც სოციოლოგიურ კვლევებს, წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ ტარდება სოციოლოგიური კვლევა და ესეც, რა თქმა უნდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი ციფრები, რომელიც რეალობას საგრძნობლად არის აცდენილი“, – განაცხადა წოწერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს უნდა მიმართონ.

„მიმართეთ სამართალდამცავებს, ნებისმიერი ხელისშეშლა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ისჯება კანონით. თუ არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, თქვენ გაქვთ უფლება და საშუალება მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. დარწმუნებული ვარ ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას მიიღებთ“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო – ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინა
შემდეგი სტატიაცესკო – ვაზისუბნის 62-ე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვის გამო, მოხდა