თვეში ორმოცდაათ ლარზეც მიცხოვრია, დამწვარ სახლშიც, ქოხშიც, მწყემსების კარავშიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია ვინმეს ხელის ბიჭი გავმხდარიყავი

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

არ ვმორალისტობ და არ ვტრაბახობ, მაგრამ მოვკვდე და არ მესმის, როგორ იყიდებიან ხუთ კგ კარტოფილზე… არ მეცოდებიან ასეთები, უარეს დღეში უნდა იყვნენ! საერთოდ, “მიჭირს” და “არ მაქვს” ფრაზებით ნებისმიერი საძაგლობა შეიძლება გაამართლო. На нет и суда нет, როგორც იტყვიან რუსები. ამგვარმა მიდგომამ გააჩათლახა ეს ხალხი და მათხოვრობა პროფესიად უქცია, გლეხსაც, ბიზნესმენსაც და პოლიტიკოსსაც! რამდენჯერ დავკვირვებივარ ქუჩაში: მიდის ჩვეულებრივი საშუალო ასაკის ქალი და თუ უცხოელი ან მდიდრულად ჩაცმული ჩაუვლის, ხელს გაუწვდის ხოლმე მაშინალურად…

როდესაც ღირსება დაკარგული გაქვს, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ მონასავით მოგექცევიან 😞 ვინც მიცნობს დიდი ხანია, იცის, თვეში ორმოცდაათ ლარზეც მიცხოვრია, დამწვარ სახლშიც, ქოხშიც, მწყემსების კარავშიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია ვინმეს ხელის ბიჭი გავმხდარიყავი. პირიქით, უფრო ხისტი და ჯიუტი ვიყავი, ვიდრე დღეს. ესენი რა ადგილით ფიქრობენ ნეტავ-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს“
შემდეგი სტატიასუს-ი დიდ სკანდალში ეხვევა – თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც დუმილს არღვევს