წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას ვერ ვხედავ – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის დროულ აღიარებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს კიდევ ახალი კვლევა ჩაუტარეს. ოჯახის წევრებს კვლევის შედეგებზე ინფორმაციას, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მიაწვდიან.

გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ გადაყვანაა, სადაც შესაძლებელი იქნება მისი სრული განკურნება.

მიხეილ სააკაშვილის დედამ დაადასტურა, რომ ოჯახმა თავად მიმართა ამერიკულ ფირმა “აკერმანს”, რომ გამოაგზავნოს იურისტები და სამედიცინო ექსპერტები, ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და სთხოვს, რომ არ დააყოვნონ ლიცენზიების აღიარება, რათა უცხოელი ექსპერტები დროულად ჩაერთონ სამედიცინო ექსპერტიზაში.

“საკმაოდ სუსტად იყო, ძლივს მოძრაობდა. ერჩია, რომ წოლილიყო და დაწოლილი დავტოვე. დღეს გაუკეთეს და ჯერჯერობით არ ვიცი პასუხი. წონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ. როგორც გამოირკვა საჭიროა, აქაური ლიცენზია ჰქონდეთ ექიმებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება 1 საათში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, წლები დასჭირდეს. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება”,- ამბობს გიული ალასანია.

წინა სტატიაშიოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრს – სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე
შემდეგი სტატიადღეს არაფერი არ იგეგმება… აანონსებს, რომ მტკიცებულებებს ძალიან მალე გამოაქვეყნებს – ადვოკატმა სოსო გოგაშვილი მოინახულა