წნორის საავადმყოფოში მშობიარე 28 წლის ქალი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წნორის საავადმყოფოში მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 130-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

28 წლის იამზე ბერიძე სოფელ სამთაწყაროში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილი ბიჭის გადარჩენა შეძლეს.
გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მშობიარე სრულიად ჯანმრთელი იყო. ისინი წნორის სამშობიაროს მედპერსონალს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. მათივე ინფორმაციით, იამზე ბერიძეს ექიმებმა მშობიარობის შემდეგ სისხლდენა ვერ შეუჩერეს.

გარდაცვლილს 6 წლის გოგონა დარჩა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ოპტიმისტები ვიყოთ, ვიზალიბერალიზაციისთვის არაფერი დაგვიკლია
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: წინასაარჩევნოდ, აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება