“წნევამ მოიმატა და იმ “სკოჩიდან” გაჟონა უფრო საშინელი ძალით” – დიდ დიღომში “ყაზტრანსგაზი” კორპუსს ამოწმებს

დიღმის მასივში, ერთ ერთ კორპუსს „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი აირი ჟონავდა და საავარიო ბრიგადა გამოიძახეს.

პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.

„სუნი რადგან აქ არის თვეების განმავლობაში, გამოვიძახეთ ბრიგადას საღამოს. მოვიდა ბრიგადა, რომელმაც შეამოწმა წყლის მომსახურებით ძალიან მარტივად, რომ გასდის. გადააწებეს რაღაც სპეციალური სკოჩი და ეტყობა, როცა ყველამ დაიძინა, წნევამ მოიმატა და იმ “სკოჩიდან” გაჟონა უფრო საშინელი ძალით. მერე ღამის სამ საათზე დაამთავრა მუშაობა მეორე ბრიგადამ, რომელმაც კიდევ უფრო კარგად დასკოჩა და ამ ხალხს ველოდები, ფაქტობრივად, უკვე 48 საათია, რომ მოვლენ ვიღაცები და გადაადუღებენ და იმის ფონზე, რაც მოხდა იქ, მე გუშინ დამჭირდა სასწრაფო დილის 08:00 საათზე. იმიტომ ვიყავი მთელი ღამე ასეთი გაგიჟებული, რომ ფაქტობრივად, ერთხელ უკვე გადავრჩი სიკვდილს, მას შემდეგ, რაც ვნახე, რა მოხდა დიდ დიღომში. ახლაც, პრობლემა არ არის მოგვარებული და ამთავრებენ, იმედია, უკვე გადავრჩებით,“ – განაცხადა ადგილობრივმა.

banner
წინა სტატიაშიწითელა – სერგეენკოს მიმართვა მოსახლეობას
შემდეგი სტატიაღამის კლუბებთან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს რვა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ