წმინდა სინოდის სხდომაზე მამა დავით ისაკაძე და მამა თეოდორე გიგნაძე გააფრთხილეს

დავით ისაკაძეს და თეოდორე გიგნაძეს წმინდა სინოდის სხდომაზე მითითება მიეცათ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დუშეთისა და წილკანის მიტროპოლიტმა ზოსიმემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ იმსჯელეს იმაზე, რომ მამა დავით ისაკაძე მამა თეოდორე გიგნაძეს ეძახის მწვალებელს, ზოსიმემ განაცხადა, რომ საპატრიარქომ მათ მითითება მისცა.

“მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს ეკლესიაში,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშისირიის ქალაქ ალ-ბაბში “ისლამური სახელმწიფოს” 138 ბოევიკი განადგურებულია
შემდეგი სტატიაინდოეთის ავიაკომპანიებს თვითმფრინავებიდან ეკსკრემენტების გადმოგდების გამო დააჯარიმებენ