წმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 27 დეკემბერს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ გაიმართება. სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს და იგი 12:00 საათზე დაიწყება.

„წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: „პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის“
შემდეგი სტატიაია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ განათლების მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს