წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

იგი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მთავარეპისკოპოსი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათგან მოისმინა არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა ასევე პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.

პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. გაიმართა მთავარეპისკოპოსის შეხვედრები პრემიერ მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. იგი ასევე ეწვია მცხეთას და სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულა.

ასევე დაგეგმილია მთავარეპისკოპოსის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. პოლ რიჩარდ გალაჰერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ გიორგი კახიანის სახლის ქურდობის ფაქტი გახსნილია
შემდეგი სტატიადეპუტატ გიორგი კახიანის სახლის გაქურდვა – შსს განცხადებას ავრცელებს