წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ დაფუძნებული ფონდის „გაამწვანე საქართველო“ და ეროვნული სატყეო
სააგენტოს ინიციატივით, რუსთავის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

აქცია კერძო სანერგეების „ეკომარი“ და „მწვანე სახლის“ თანადგომით გაიმართა. ტაძრის ეზოში როგორც ფოთლოვანი ისე წიწვოვანი სახეობების 50-მდე ნერგი დაირგო. მათ შორის ზეთისხილი, ჰორიზონტალური კიპარისი, ელდარის ფიჭვი, იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, ღვია (გართხმული და ჩვეულებრივი) და გრაკლა.

აქციაში, რომელიც რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ლოცვა კურთხევით ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოებამ, პატრიარქის ნათლულებმა და ეროვნული მეცნიერებათა აკადებიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშისენაკში შუახნის ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიაზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი 2.63 ლარს აღწევს