წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინშია. იერუსალიმში მოვლენისთვის სამზადისი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც იერუსალიმის საპატრიარქოში განმარტეს, დიდ შაბათს სასულიერო პირები, მორწმუნეები თუ წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალზე დასწრების სხვა მსურველები, ახალ კარიბჭესთან ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან 10 საათამდე უნდა მისულიყვნენ.

„ადგილზე ისინი მიიღებენ პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ტაძარში შესვლაზე დასტურს. კონკრეტულად კი ისინი, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარეს, დაიშვებიან აღდგომის ტაძარში, ხოლო ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიღომსა და დიდ დიღომში წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
შემდეგი სტატიადიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს