წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად რეაბილიტირდა

სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა.

ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები.

სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ. მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარებიც. ასევე, ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე დამონტაჟდა.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასულ წელს სამგორის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. წმინდა ბარბარეს უბანში ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო.

საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ განახორციელა. პროექტის შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 882 000 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება; ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკას შევუნარჩუნოთ სწრაფი აღდგენის პოტენციალი
შემდეგი სტატიანათია თურნავა – ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს