წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა პანსიონის თანამშრომლებმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვეს

წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა პანსიონის თანამშრომლებმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვეს

„თაიმერის“ ინფორმაციით, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს 10-მდე თანამშრომელმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. პროტესტის მიზეზი ხელფასი გახდა. მათი განცხადებით, მეუფე სტეფანემ კუთვნილი ხელფასი დააკლო.

„თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ, რაც სატრაპეზოს თანამშრომლებმა მუშობა პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვიტეს, მათი საქმიანობა სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა შეითავსეს, რათა სკოლა-პანსიონში მცხოვრები ბავშვები დაეპურებინათ.

სკოლა-პანსიონის თანამშრომელი მაია ცაავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სატრაპეზოს დატოვების „მიზეზი მოტყუებით ჩარიცხული სამარცხვინო ხელფასებია“.

„წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის სატრაპეზოს თანამშრომლებმა სამუშაო პროცესში მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს სატრაპეზო. მიზეზი: მოტყუებით ჩარიცხული სამარცხვინო ხელფასი! ბოდიში ჩვენს საყვარელ ბავშვებს! ჩვენს მაგივრად დღეს მოემსახურებიან სკოლის პედაგოგები!“, – წერს ცაავა.

აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ
შემდეგი სტატიახელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 100-ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა