23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ცენტრი მიტოვებულია — დეპუტატი კი ფოტოსესიებითაა დაკავებული

ეს ფოტოები ადგილობრივი ხელისუფლებისა და პასუხისმგებელი უწყებების სრული უმოქმედობის სიმბოლოა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი დღეს მიტოვებულ ობიექტს უფრო ჰგავს, ვიდრე ადგილს, რომელსაც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწის სახელი ჰქვია.

ეზო სარეველებმა შთანთქა, ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ტერიტორია კი ისეა მიგდებული, თითქოს არავის პასუხისმგებლობაში არ შედიოდეს. ეს არ არის მხოლოდ მოუვლელი ეზო ეს არის გულგრილობის, უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის თვალსაჩინო მაგალითი.

სად არის ადგილობრივი ხელისუფლება?

სად არის კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებელი უწყებები?

და სად არის საპატრიარქო, როდესაც მისი სახელისა და ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი ასეთ მდგომარეობამდეა მისული?

რატომ არის მიტოვებული ეს სივრცე და რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას მის გადარჩენაზე?

წმინდა ამბროსი ხელაიას სახელი მხოლოდ საზეიმო სიტყვებისთვის არ უნდა ახსენდებოდეთ. მისი სახელობის ცენტრი დღეს სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო პასუხისმგებელი პირები დუმან. დუმილი კი პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ამ მდგომარეობას გამართლება არ აქვს. თუ სახელმწიფოს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს საკუთარი ისტორიის, სულიერი მემკვიდრეობისა და საზოგადოების პატივისცემა ნამდვილად სურთ, ეს ადგილი დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს.

ფოტოების ‘ჩხაკაჩხუკს’ და სოციალურ ქსელებში უაზრო აქტიურობას სჯობს, მარტვილის პარლამენტარმა, ბატონმა ინჯიამ საკუთარი რეგიონის პრობლემებს მიხედოს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში 5 აფთიაქის გაძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინული დრონით თავდასხმამ Лукойл-ის პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია