წმ. პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილი გერმანიის ელჩს, 1921 წ.

წმ. პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილი გერმანიის ელჩს, 1921 წ.  წერილს დეკანოზი ილია ჭიღლაზე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

,,საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება. წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ“ საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისაგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა.

გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.

მე, საქრთველოს კათალიკოს-­პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზდრას. ფერაძე გერმანიის დიდი მეგობარი და გერმანული კულტურის თაყვანისმცემელია. მისი სამშობლოში უკან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან ახლო კავშირები დავამყაროთ.

ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.

გელათის მონასტერი,1921 წლის 6 დეკემბერი

ამბროსი, საქართველოს კათალიკოს-­პატრიარქი”

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დედოფლისწყაროში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა