წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძმეა.

ნათესავების განცხადებით, დაჭრილი ნოდარ ვარძელაშვილია, რომელიც დეზერტირების ბაზარში ვაჭრობდა. მას ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

„ბიძაჩემს გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე უცნობი პირი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა. როგორც ჩვენ ვიცით, ფული არ მისცა, რის შემდეგად თავდამსხმელმა ესროლა“, – განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა და აღნიშნა, რომ დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ღვიძლი და თირკმელი აქვს დაზიანებული. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირომან კაკულია – “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, თუმცა ჩემი პოზიცია კანონპროექტის მიმართ არ იცვლება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ლამაზი სტუდიები, მას ზურგი აქცია საზოგადოებამ