შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში არსებული ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი ძირითადად შენობის ბოლო სართულს უკიდია, ხანძრის ფართობი დაახლოებით 800-1000 კვადრატული მეტრია.
წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობა, რომელიც ახლა იწვის, სადაო შენობაა. სახელმწიფომ ის ინვესტორს გადასცა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად, თუმცა ეს ვალდებულება ვერ შესრულდა.
შენობა კომპანია „აღმა“-ს მფლობელობაში იყო თუმცა მისი დირექტორი გოგი უგრეხელიძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია ჩამოერთვა და ახლა დავა სასამართლოში მიმდინარეობს.