წლის ფეიკები: როგორ გვატყუებდა ინტერნეტი 2015 წელს

17მიმდინარე წელსაც რამდენიმე გახმაურებული ახალი ამბავი, ისევე, როგორც გასულ წლებში, არასწორი (ფეიკი) აღმოჩნდა – სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ფოტოებმა მომხმარებელს მასობრივად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
2015 წელს ბევრი ფოტო და ვიდეო გახდა “ვირუსული” და მათი პირდაპირი დანიშნულება არასწორი ინფორმაციის გავრცელება იყო. გარდა ამისა, ბევრი ქვეყნის ტელეკომოანიამ გამოაქვეყნა ნიუსები, რომლებსაც არასწორი ვიდეოები ერთვოდა თან.

“ბიბისი” ყველაზე გახმაურებულ არასწორ ინფორმაციებს გთავაზობთ.

ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინტერნეტში ძალიან სენტიმენტალური ფოტო გამოჩნდა. სურათი ყველაზე ხშირად ტირაჟირდებოდა მიწისძვრის კადრების აღწერისას. მართალია, ფოტო ფეიკი არ არის, მაგრამ ის მაინც არასწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. ფოტო ასეთი აღწერით გავრცელდა: “ოთხი წლის ბიჭი ნეპალში საკუთარ დას იცავს”. კადრმა სოციალური ქსელები მოიარა მოწოდებით, რომ დაზარალებულებს დაეხმარონ.
სინამდვილეში, კი, ფოტო ვიეტნამშია გადაღებული 2007 წელს.
“ეს, ჩემი ყველაზე გამოჩენილი ფოტოა, სამწუხაროდ, ის არასწორ კონტექსტში გავრცელდა” – განაცხადა ფოტოს ავტორმა ნა სონ ნგუენმა.

16

ნეპალის მიწისძვრის შემდეგ გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც ამბობდნენ, რომ ის კატმანდუს ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული.
ვიდეო საერთაშორისო მედიამაც გამოიყენა იმისათვის, რომ ეჩვენებინათ მიწისძვრის დამანგრეველი ძალა უკანასკნელი 81 წლის მანძილზე. სინამდვილეში ვიდეო 2010 წელს მექსიკის მიწისძვრის დროს არის გადაღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოზე თარიღი შეცვლილი იყო, მაინც გამოჩნდნენ ისინი, ვინც ამოიცნო, რომ ვიდეო ნეპალში არ არის გადაღებული. “ყოველ ჯერზე, როცა დიდი მიწისძვრა ხდება, ამ კადრებს აჩვენებენ” – ასეთი კომენტარი დაწერა “იუთუნბზე” ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ასევე გახმაურებული კეისი იყო მიგრანტთან დაკავშირებული ფოტო: “გახსოვთ ეს ტიპი? წინათ ის თავისი ფოტოებიდან ისლამური სახელმწიფოსკენ მოგვიწოდებდა და ახლა ის ლტოლვილია” – წერდნენ მომხმარებლები.
აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ფოტოზე ლაიტხ სალეხია. ის ნამდვილად იბრძოდა სირიაში, მაგრამ “თავისუფალი სირიის არმიის” მხარეს და ბასარ ასადის წინააღმდეგ. საქმის ნამდვილი ვითარების გარკვევის შემდეგ, მომხმარებელმა, რომელმაც გაავრცელა ფოტო, ბოდიში მოიხადა.

პარიზის თავდასხმის შემდეგ ნამდვილი გაურკვევლობა დაეუფლათ ადამიანებს, რამაც თავის მხრივ ათასი ჭორის გავრცელებას შეუწყო ხელი. ყველაზე ხმაურიანი ფიქცია იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო, სადაც თითქოს გამოსახულია პუბლიკა, რომელიც მოსული იყო “ბატაკლანში” კონცერტის მოსასმენად.
სინამდვილეში კი, გავრცელებული ფოტო პარიზის თავდასხმიდან ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა ჯგუფ Eagles of Death Metal-ის ფეისბუქ გვერდზე დუბლინის კონცერტიდან.

hgre

 

ფოტო კი, სადაც აღბეჭდილია პარიზის დაცარიელებული ქუჩები ტერაქტების შემდეგ, სინამდვილეში პროექტს “წყნარი მსოფლიოს” ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი იყო მსოფლიოს ადამიანების გარეშე ჩვენება.

ასევე ხმაურიანი იყო მეუღლის შურისძიების ამბავი.
ისტორია ეხებოდა თითქოსდა ცოლს გაყრილ მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ქონება შუაზე გაყო და გასაყიდად გაიტანა. მათ შორის ნახევარი მანქანა. ისტორია მედიაშიც გავრცელდა. eBay-ზე ინტერნეტ აუქციონის გვერდი ნამდვილი აღმოჩნდა, ისტორია კი არა.
როგორც კი ვიდეომ 4,5 მილიონი ნახვა მოაგროვა იუთუბზე, გერმანულმა ადვოკეტების ასოციაციამ გაანცხადა, რომ ვიდეო მარკეტინგული კომპნიის ფარგლებში გაკეთდა და მისი მთავარი ლაიტ-მოტივი იყო ის, რომ ზოგჯერ საჭიროა საქმის სანახევროდ გაკეთება.

მსოფლიო მედიის კვალდაკვალ, არც “თაიმერ.გე” აღმოჩნდა ფეიკებისგან დაცული, სადაც ორჯერ გამოქვეყნდა თითქოსდა საფრანგეთის მიერ სირიის დაბომბვის კადრები, შემდეგ კი გავიდა ინფორმაცია საფრანგეთის სამხედრო გემის მიერ სირიაში ატომური იარაღის გადატანის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
შემდეგი სტატიასაბურთალოზე სავაჭრო ცენტრთან კედელი ჩამოინგრა – დაზიანებულია 6 ავტომობილი