უკვე 8 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. წლის დასაწყისიდან ეს რუსეთის დიქტატორის ერთ კვირაზე მეტი ხნით გაუჩინარების უკვე მეორე შემთხვევაა – წინა წლებში პუტინს ასეთი გარღვევა არ ჰქონია.
ბოლოს ვლადიმირ პუტინი საჯაროდ პირველ აპრილს გამოჩნდა, როცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოგვიანებით კი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა.
ამის შემდეგ კრემლის ოფიციალურ საიტზე მხოლოდ ისეთი ვიდეოანგარიშები ქვეყნდება, რომლებიც წინასწარ მომზადებულს ჰგავს და რომლის მიხედვითაც შეუძლებელია მოვლენის თარიღის ამოცნობა.
ბოლოს ასეთი ხანგრძლივი დროით პუტინი მხოლოდ საახალწლო არდადეგების დროს “გაქრა” – 29 დეკემბრიდან 8 იანვრამდე იგი საჯაროდ არ გამოჩენილა.