ფიშერი – წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება

მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს.

„ცხრა ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიაბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე – ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი