“წლევანდელი წელი არის სტრატეგიულად გადამწყვეტი საქართველოსთვის,” – ფიქრია ჩიხრაძე

მოახლოებული ვარშავის სამიტი და ქართული მხარის მოლოდინი – ამ თემებზე დისკუსია NATO-ს სამეკავშირეო ოფისში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება 28 ქვეყნის გადაწყვეტილებაზეა მიბმული.

“რეალობაა ეს, MAP-ი გახდა პოლიტიკური ნაწილი და, შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მიბმული იქნება 28 ქვეყნის საერთო გადაწყვეტილებასთან. ამ ეტაპზე ძირითადად კონცეტრირებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ რაც მივიღეთ უელსის სამიტზე, ამის თაობაზე ქართულ საზოგადოებას აბსოლუტურად არაფერი გავაგებინეთ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. წლევანდელიწელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, სტრატეგიულად გადამწყვეტი წელი საქართველოსთვის, როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა 11 სექტემბერზე საუბრისას შეცდომა დაუშვა
შემდეგი სტატიარუსეთში იეჰოვას მოწმეებზე ნადირობა იწყება