დღეს, 27 ივნისის დილას, ძლიერი წვიმა იყო ბათუმში, რის შედეგადაც დაიტბორა ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების მონაკვეთი.
ასევე დატბორილი იყო 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების მონაკვეთი.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის ადგილებია, რომლებიც ყოველი ძლიერი წვიმისას იტბორება. წლებია პრობლემა დგას, თუმცა ამ დრომდე მისი მოგვარება არ მომხდარა.















