წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა

წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

პრემიერი რეგიონების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

“ჩვენ, გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქლაქეს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა რეგიოანლურ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვენელოვანი იყო 2018 წელი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან სწორედ 2018 წელს რთველი, რომელიც ჩავატარეთ , ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა კონკრეტული შედეგი, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ.

ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პორტენციალის 25% არის მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ულამაზეს კუთხეში გავქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი. რაც მთავარია, ინკლუზიური განვითარების. ძალიან მიხარია, რომ დღეს დარბაზში ვხედავ ჩვენს მეწარმეებს, მიხარია, რომ ვხედავ უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ საქრთველოში ინვესტიციები განახორციელონ. სწორედ, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ, თქვენი თვალით ნახოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია
შემდეგი სტატიაიქმნება შთაბეჭდილება, რომ ფოთის პორტის გაძლიერება-განვითარება ანაკლიის პორტის ჯინაზე ხდება – ჭიჭინაძე