“წყლის ჭავლზე კომენტარი პოლიტიკააო, “ოცნების” პრეზენტაციაზე ყოფნა არაა პრობლემა?”

“ილია ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც “ფეისბუქზე” წერდა, რომ 1 დეკემბერს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე 2 დეკემბერს შეეხმიანნენ ამბობს, რომ თავი ვუდი ალენის სევდიან კომედიაში ჰგონია და უხარია, რომ კომედიაში აღმოჩნდა და არა ტრაგედიაში.

“მე მაქვს ძალიან კარგი დაზღვევა, მაგრამ როცა დავრეკე, მითხრეს, რომ ვერ მომემსახურებიან, 1 დეკემბერს დარეკილ ზარზე სასწრაფოსთან დაკავშირებით კი 2 დეკემბერს გამომეხმაურნენ. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მედპერსონალთან, მართვისა და მენეჯმენტის პრობლემაა ეს ყველაფერი, ტიკარაძეა ხო, მთავარი მენეჯერი ამ ყველაფრის? ან ის სამი მუშკეტერი როა, ყინვის დროს აქციის მონაწილეებზე წყლის ჭავლის დასხმაზე რომ ამბობდნენ, პოლიტიკა არ გვინდაო, ეს პოლიტიკაა და “ოცნების” სიის პრეზენტაციაზე ყოფნა პრობლემა არ არის? , – კითხულობს ზაზა ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაში4 დეკემბრიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოსთვის“ სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიადომინიკ რააბი: საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში