წყლის ჭავლის გამოყენება ცივ კლიმატურ პირობებში არის სასტიკი მეთოდი – ომბუდსმენი

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლონჯარია ამბობს, რომ ის, რაც სამართალდამცველებმა გააკეთეს და აქციის მონაწილეები გაუფრთხილებლად, გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ცივი კლიმატის პირობებში წყლის ჭავლით დაშალეს, არის სასტიკი მეთოდი.

ომბუდსმენის შეფასებით, ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს აქციის მონაწილეები და გამოყენოს პროპორციული ძალა. ლომჯარიას თქმით, დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს პროტესტი, გარდა ამისა, ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური ნება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლებამ, ლომჯარიას შეფასებით, უპასუხა არაადექვატურად

სახალხო დამცველმა ცესკო-სთან აქციის მონაწილეები დარბევასთან დაკავშირებით ადგილზე მისვლამდე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.​

banner
წინა სტატიაში“როცა ამბობ, რომ შენობაში არავის შეუშვებ და გამოუშვებ, ეს არის ბლოკირება, თუმცა დაარქვეს პიკეტირება, რათა სპეკულირების საშუალება ჰქონოდათ”
შემდეგი სტატიაექიმი პოლიციელებს: სველი ადამიანების ნაწილი შეიძლება ინფიცირებულია, ნუ მოკლავთ ადამიანებს