12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირანმა ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო

წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირანმა ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

წყაროების განცხადებით, ამერიკელი სამხედროები სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. „აქსიოსი“ აღნიშნავს, რომ საუბარია F-15-ზე.

ირანთან ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანელმა მხარემ ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მანამდე ირანულმა მედიამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ამტკიცებდა, რომ მათ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიასინოდის განჩინების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებისთვის სამი კომისია ჩამოყალიბდა