წყალტუბოში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

წყალტუბოში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სამკურნალო პროცედურებთან და გამაჯანსაღებელ სპა თერაპიასთან ერთად კურორტში მოქმედ აბაზანებში მომსახურების ინოვაციური მეთოდები ინერგება, მთავარი აქცენტი კი კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე კეთდება.

ამ მიზნით დღეს “ბალნეოკურორტ წყალტუბოში” ქართული წარმოების ინოვაციური პროდუქტის – წყალი “ელექსირის” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე კომპანია “ინოლაბის” მენეჯერმა თამარ აქოფაშვილმა “ელექსირის“ სასარგებლო თვისებებზე, მისი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგებში გამოყენების მიმართულებებზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ წყლის “ელექსირის” სამკურნალოდ გამოყენებას ამიერიდან წყალტუბოში ჩასული დამსვენებლები ადგილზე შეძლებენ.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი, იმერეთის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები და მედიცინის დარგის მუშაკები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშირაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება
შემდეგი სტატია100000 ევროიანი BMW X7 ზუგდიდელმა ელგუჯა ვეკუამ მოიგო