წყალტუბოში თოვლმა სათბურები დააზიანა

დიდთოვლობამ წყალტუბოს რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. თოვლმა სათბურები დააზიანა, რომლის სახურავებმაც სიმძიმის გამო დეფორმაცია განიცადეს. სოფელ გეგუთში სათბური სულ 9 ოჯახს დაუზიანდა. ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც.

სათბურების მეპატრონეები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდებიან.

წყალტუბოს რაიონის გეგუთის რწმუნებული გრიგოლ სანებლიძე მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა ამ დრომდე უცნობია აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულების დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში თვითმკვლელის ქამარი და სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები იპოვეს
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროების გამო რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია