წყალტუბოში შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, საქალაქთაშორისო კი შეზღუდული გრაფიკით იმუშავებს

კორონავირუსით გამოწვეული ვითარების და COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 18 მარტიდან შიდასაქალაქო ტრანსპორტის – N2, N6 და N 9 მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით იკრძალება, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის N10, N30, N34, N36, N22 მიკროავტობუსები შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.

ს.ს “შევარდენის” ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიკროავტობუსების მძღოლებს ყოველდღიური გეგმა ამ ეტაპზე 40%-ით შეუმცირონ.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მიმართულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მგზავრებს გადაადგილებისას პრობლემები არ ექნებათ, ამასთან აუცილებელია, ყველამ დავიცვათ უწყებათაშორისო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, თვითმმართველობა შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით აგრძელებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გატარებას”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მსგავსი გამოწვევების წინაშე ქვეყანა ხდება სახელმწიფო და სახელმწიფო ხდება წარმატებული და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, პირველ რიგში, არის ეფექტური, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც