ხანძარი იყო წყალტუბოში, სანატორიუმ “ფილიალის” შენობაში. ცეცხლი ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შემდეგ კი პერიმეტრს მოედო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, თუმცა პირველადი ცნობებით, მიზეზად, გაუმართავი ელექტროსისტემა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


















