წყალტუბოს სასამართლომ ENKA დააჯარიმა

წყალტუბოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ნამახვანჰესის” მშენებელი კოპანია ENKA 5 000 ლარით დაჯარიმდა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მოსამართლემ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ახლა ის დარღვევები, რაზეც ისინი თვეების განმავლობაში საუბრობდნენ, სამართლებრივად დადასტურდა.

“ჩვენ ვნახეთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ აღიარება ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორი ლეგიტიმური იყო ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ვიძახდით, რომ “ენკა” ხეობაში უკანონოდ ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს და დღეს, არა მარტო ჩვენი დაძახილით და ფაქტებით, სამართლებრივად დადასტურდა ენკას უკანონო საქმიანობა ხეობაში, რომელიც უპირობოდ უნდა შეწყდეს, რომ ჩვენ შეგვექმნას დიალოგის სამართლიანი ფორმატი და ხელისუფლების მიმართ ნდობა გაგვიჩნდეს”,- თქვა მირზა ნოზაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველ რიგში მინდა მოვინახულო, მოვისმინო ის რას ფიქრობს – სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება
შემდეგი სტატიახვიჩია – ამნისტიის პროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიისთვის მხარდაჭერა არ არის ტრაგედია