წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს დიზენტერია დაუდგინდათ

წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მკურნალმა ექიმმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განუცხადა.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ ათი ბავშვი რჩება, აქედან ექვსი დღესაა ჰოსპიტალიზებული. სულ სამი დღის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან ქუთაისში 32 ბავში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში„იბერიას“ თემა და შესაძლო კორუფციული გარიგებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა
შემდეგი სტატიასააფთიაქო ნარკომანიის საქმე – სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს