წყალტუბოს ოლქებზე ცესკომ იმაზე მეტი ბიულეტენი გაგზავნა, ვიდრე ამომრჩეველია

წყალტუბოს საუბნო საარჩევნო ოლქებზე ცენტრალურმა კომისიამ იმაზე მეტი ბიულეტენი გააგზავნა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჩივრით კომისიას უკვე მიმართეს, თუმცა, ცესკო მას ორ დღეში, არჩევნების დასრულების შემდეგ განიხილავს.

“გაიცა ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გაურკვეველია 100%-ზე მეტი ამომრჩეველი საიდან მოყავთ, ან რისთვის სჭირდებათ ზედმეტი ბიულეტენები. ყველა არჩევნებში ჩართულმა პირმა იცის, რომ ერთი ზედმეტი ბიულეტენიც კი არჩევნებზე არის პრობლემა,” – ამბობს მარინა შალამბერიძე, წყალტუბოს 53-ე რაიონული ოლქის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: არანაკლებ სამარცხვინო იყო პრემიერის მხრიდან ასაკზე ხაზგასმა
შემდეგი სტატიაკობახიძე “ოცნების” შიდა კვლევებზე: ჩვენი 60% კი არა, ოპოზიციის ჯამური 40%-ია გასაკვირი