წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს შპს “ჰიგიას” წარმომადგენლებმა სპეციალური ხსნარით დაამუშავეს სანატორიუმები, ასევე სასურსათო მაღაზიები და ბანკები.

დეზინფექცია ჩატარებული აქვს ყველა საჯარო დაწესებულებას, სატრანსპორტო საშუალებებს, დარიგებულია სპეციალური ხსნარები, იგეგმება მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლი კორპუსების დეზინფექცია.

ამ დროისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, ადგილობრივი თვითმმართველობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ ვითარებას შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 მოქალაქე, კორონავირუსით დაინფეცირების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

აკრძალულია საქალაქათაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დღეს დილიდან შეზღუდული გრაფიკით მოძრაობს ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშინიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: ამ ვითარებაში სასამრთლომ პრიორიტეტი მიანიჭა თორნიკე ართქმელაძის საქმეს