წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ, 24 საათიანი პროტესტი გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ, 24 საათიანი პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები ნამოხვანის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

გიგანტური ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ამ ღამესაც მშენებლობის ადგილზე გაათევენ და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ 105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს.

“უწყვეტი პროტესტი გრძელდება. სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგვიჯდეს ამ ჰესს არ ავაშენებინებთ. არ მივცემთ უფლებას დატბორონ იმერეთი და მეზობელი რეგიონები. არ მივცემთ უფლებას შეიცვალოს რიონის ხეობაში კლიმატი.”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი – 18 მუნიციპალიტეტი, 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
თურქული კომპანია “ენკა” კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს და ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები ხვალ 14 ნოემბერს, 14:00 საათზე მასშტაბურ აქციას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიკახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ცესკოს-თან ჩალა მიიტანა