წყალტუბოში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის მამის, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი ჩატარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები შესრულდა.
მერიის ინფორმაციით, „მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის“ ვიტალი სამხარაძის მომსახურების შესყიდვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 55 000 ლარი დაუჯდა.
კონცერტზე მსმენელის წინაშე ჯაზური კომპოზიციები შესრულდა.








