წყალტუბოს 49-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კამერით გადაღებას აწარმოებენ

სოფელ წყალტუბოში 49-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიდეოკამერით გადაღებას აწარმოებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურებით არიან მისული.

მათი თქმით, საარჩევნო უბანთან იმიტომ იმყოფებიან, რომ სიები შეადგინონ და გაარკვიონ, ვინ მივიდა არჩევნებზე.

,,ეს ჩემთვის პარტიას არ დაუვალებია. დიდი ხანია, საარჩევნო ამბებზე ვმუშაობ და სიების შედგენას ვაწარმოებ ჩემი პირადი ინტერესებისთვის. უბრალოდ, მაინტერესებს, ვინ მოვა არჩევნებზე. უბრალოდ ყველას აღვწერ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის უჭერს მხარს“, – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭრი.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის 67-ე უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორცხელში ხელისუფლება ვითარების ესკალაციისთვის ემზადება