წყალტუბო ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა-ივანე მაჭავარიანი

წყალტუბო ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მინისტრმა ივანიშვილის ინტერვიუ და წყალტუბოში დაგეგმილი პროექტები შეაფასა და აღნიშნა,რომ პროცესი ქვეყნის ეკონომიკას წაადგებაა.

„თავისთავად ის, რომ ასეთი მასიური და მასშტაბური მშენებლობები დაიწყება, რასაკვირველია წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ისინი დასრულდება და ეს ყველაფერი ეკოლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. როგორც ვიცი, სხვა ინვესტორებიც და ბიზნესმენებიც აპირებენ, შევიდნენ წყალტუბოში. ანუ განმეორდება აბასთუმნის ფენომენი, რომელიც იყო შთაგონება წყალტუბოს პროექტისთვის. ისეთივე სინერგიები მოხდა, რაც – აბასთუმანში. 3-4 წელიწადში, როდესაც აღნიშნული პროექტიც, ასევე ძირითადი გზები და ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, ერთდროულად ამოქმედდება, მგონია, რომ ეს სერიოზული სტიმული და „ბუსტი“ იქნება ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითზე ეკონომიკურ განვითარებაზეც ისაუბრა.

„დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ქვეშეთი-კობის პროექტი რომ დასრულდება, შემდეგ იწყება სინამდვილეში მათი როლი, მათი კონტრიბუცია ამის შემდეგ გაცილებით მაღალი იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. ივანიშვილი ამბობს, რომ აპირებს, წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია განახორციელოს.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუშიც ისაუბრა. ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული. ივანიშვილი დეტალურად საუბრობს, როგორ და რა პირობით გეგმავს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, ასევე როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას.

banner
წინა სტატიაში“შენ ქველმოქმედების სახით ტკივილის გასაყუჩებლად უფასო ნარკოტიკს უკეთებ”-ხუხაშვილი ივანიშვილის ინიციატივებზე
შემდეგი სტატია“კარასინის შეხვედრაზე ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელისა და გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი განიხილება”