წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

წყალმომარაგების კომპანიიდან ორნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მესამე პირს თამარ ნავროზაშვილს კი 6 წელი, აქედან 2 საპატიმრო, ხოლო 4 პირობითი მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოში დასკვნით სიტყვა წარმოთქვეს.

ყიფილმა მთავარმა ბუღალტერმა თამარ ფხოველიშვილმა კიდევ ერთხელ დაადო ღიად ხელი თაღლითური სქემის ავტორობასა და ზეწოლაში კომპანიის მაშინდელ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მფარველობაში ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში,,სწორი განცხადება გავაკეთე, როდესაც ურთმელიძეს საკითხების განხილვა შევთავაზე
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძემ ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე კლინიკაში მოინახულა