“წყალი ჩვენთან არ არის, გაზი ჩვენთან არ არის“ – ივანიშვილი ხეების გადატანას განაგრძობს, მოსახლეობას კი პრობლემები ექმნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საკუთარ ეზოში ხეების გადატანას განაგრძობს. ყოფილი პრემიერის პარკისკენ მიმავალი ორი გრანდიოზული ე.წ. კანფეტის ხე ამ წუთებში ოზურგეთის რაიონი სოფლების – ლაითურისა და მერიის საზღვარზე, მდინარე ნატანებზეა გაჩერებული. მცენარეები ხეების გადასატანად აგებულ სპეციალურ გადასასვლელთან დგას.

იქ ხეები წუხელ დაბა ლაითურის ცენტრიდან სპეცტექნიკით გადმოიტანეს, ამისათვის გარშემო სოფლებს რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება.

დღეს, შუაღამით, ხეებს თურქული კომპანია შეკვეთილში წაიღებს, რისთვისაც 12-მდე სოფელს ღამის პირველი საათიდან შეუწყდებათ ელექტროენერგიის მიწოდება, რამდენიმე საათით შეწყდება ასევე სარკინიგზო მიმოსვლა ოზურგეთი-ნატანებისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

ერთი ხე ივანიშვილს ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითიდან მოაქვს, მეორე კი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურიდან.

„ხეები გადააქვს ივანიშვილს და ითიშება დენი. ის აკეთებს მის საქმეს და წყალი ჩვენთან არ არის, გაზი ჩვენთან არ არის,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია – ევროკავშირთან ვაჭრობის მხრივ ერთი თვის მაჩვენებელი ტენდენციის დამამტკიცებელი არ არის