წყალდიდობის გამო, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საფრანგეთში, გადაუღებელმა წვიმებმა მდინარე სენას და ლუარას ადიდებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაკეტილია მეტროსადგურები, ლუვრის მუზეუმი და გადაიდო ჩოგბურთის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე მატჩი.

გადაუღებელი წვიმების და წყალდიდობის გამო, საფრანგეთის 26 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ბოლო 150 წლის მანძილზე, საფრანგეთს მსგავსი წყალდიდობა არ ახსოვს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობის გამო 5,5 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილსა და პარიზში 25 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა
შემდეგი სტატიასალომე ასათიანი: ქაღალდებში ქექვისთვის ბოდიშს გიხდით