წყალდიდობა თბილისში – სამგორის ხიდებთან გადაადგილება პარალიზებულია

წყალდიდობა თბილისში. სამგორის ხიდებთან, ამ წუთებში, წყლის დიდი რაოდენობაა დაგროვილი. ადგილზე გადაადგილება პარალიზებულია. ვიდეოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

სამგორის ხიდია დამპალოზე. დაიძირა მანქანები. ჯერ ახალგაკეთებული ხიდიდან ხო ჩვეულებრივად ჩამოდის წყალი, ახლა რომ გააკეთა კალაძემ, მილიონ ორასი ათასი დაჯდა მგონი. არც სანიაღვრეებია. სასწაული ხდება. 20 წუთი წვიმის შემდეგ ასეთი ამბავია. წყალი იმატებს. ვეღარც უკან გავდივართ, ვეღარც წინ მივდივართ. საპატრულო პოლიციას ეძინა ალბათ ეს ამბავი რომ დაიწყო რომ გზა ჩაეკეტა. წვიმა როგორც მდინარე, ისე ჩამოდის, – ამბობს ხაბეიშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია