“წიწილებს შემოდგომით ითვლიან” – ზვიად გამსახურდიას შვილები ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურებიან

პირველი პრეზიდენტის ოჯახის მთავარი მოთხოვნა ისევ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაა. ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ პირველი პრეზიდენტის ოჯახს არ უნდა სჭირდებოდეს საპროტესტო აქციები და შიმშილობა იმისთვის, რომ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია.

ეს განცხადება პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთა, სადაც ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ფოტოები, წიგნები და ინტერვიუებია წარმოდგენილი.

„გონება გვაქვს და შეგვიძლია, აზროვნება. ვნახოთ, წიწილებს შემოდგომით ითვლიან. ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო კიდევ უფრო მეტად მინდა, მწამდეს,“- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე იმ განცხადებების გაკეთებას, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე გამოძიებული უნდა იქნეს, პირველი პრეზიდენტის შვილები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლებას საქმის გამოძება რეალურად შეუძლია, თუმცა ექნება თუ არა ამის ნება, ეს გამოჩნდება.

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს „რაც შეეხება გამოძიების შესახებ კითხვას, „ქართული ოცნების“ არის პარლამენტიც, მთავრობაც, პროკურატურაც, ბარიც და რესტორანიც, მათ არავინ და არაფერი არ უშლით ხელს ამის განხორციელებაში. ის, ვიცი, რომ ეს საკითხი ჩვენთვის სისხლხორცეულია და ჩვენ ამის გაკეთებისთვის ვიბრძოლებთ, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, თუ მის გარეშე,“- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

banner
წინა სტატიაში“საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო “
შემდეგი სტატიაზუგდიდში სასიძო გოგოს მამამ დაჭრა