წითლიძე ილია დარჩიაშვილს: რა უპასუხეთ, რომ ჩვენ გვაქვს კლანური სასამართლო და რა უპასუხეთ კითხვაზე, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები?

ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ, ილია დარჩიაშვილს მიმართა შეკითხვებით, რა უპასუხა ევროკავშირს კითხვარის შევსებისას ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა სასამართლო, სახელმწიფო მმართველობა, ადამიანისა და გამოხატვის უფლებები.

ანი წითლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე პასუხები იცოდეს მოსახლეობამ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დეპუტატებმაც არ იციან:

“რა უპასუხეთ, რომ ჩვენ გვაქვს კლანური სასამართლო და რა უპასუხეთ კითხვაზე, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები? რა უპასუხეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ამ ქვეყანაში, რა უპასუხეთ სამართლიან არჩევნებზე, როდესაც სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებენ კანონიერი ქურდები, რა უპასუხეთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე, როდესაც ამ ქვეყანაში იყო 20 ივნისი, როდესაც ახალგაზრდებს დათხარეთ თვალები, რა უპასუხეთ უმცირესობის უფლებებზე და მათ ინტეგრაციაზე, როდესაც თქვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა 5 ივლის და იქ მოწყობილი სასაკლაო” მიმართა და მმართველ პარტიას.

წინა სტატიაშისაქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, ოპოზიციაში არიან კრიმინალები – კობახიძე
შემდეგი სტატიაფრანგული გამოცემა “ფიგარო” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს და მას პუტინის მტრად მოიხსენიებს