წითლიძე – ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი

ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი.

განცხადება ამის შესახებ წითლიძემ დღეს ენმ-ის ზუგდიდის ოფისში, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, სიაში მოხვედრილები ქართული ოცნების წევრები, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან.

წითლიძემ ჟურნალისტებს ვიდეომტკიცებულებაც წარუდგინა, სადაც მისი ინფორმაციით, მერიის თანამშრომლის ნუკრი მარგველანი მშობლები არიან გადაღებული, რომლებიც ერთ-ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში მოხვდნენ, თუმცა, სრულიად ჯანმრთელები არიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა. საოლქოში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა იყო გამოსვლა “ოცნების“ მხარდამჭრებისთვის
შემდეგი სტატიაგოცირიძე – დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა